დმიტრო კულება – ევროკავშირის მადლობელი ვარ – რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ევროკავშირს ს წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-12 პაკეტისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ. რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გზაა“, – წერს კულება X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ დარგობრივი სანქციების გამკაცრება, მათ შორის რუსულ ბრილიანტებზე, დროული იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს. ასევე, იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის რუსული ბრილიანტების ევროპაში ექსპორტს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს