“პუტინი დღეს აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდება” – პესკოვი

კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ცნობით, დღეს, 5 მარტს კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას შეხვედრა იგეგმება.
ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას, კრემლის მხარდაჭერილ კანდიდატს უკვე მიულოცა „პრეზიდენტად” არჩევა. პუტინმა მას მილოცვა გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ “რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული მოკავშირეობრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება”.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ბადრა გუნბამ 56,85% მიიღო, მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ადგურ არძინბამ – 43,15%.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“