ყველა ქართველი პატარას საყვარელ ჟირაფ ჟოზეს უდიდესი წარმატება ეწვია.
გიორგი მარშანია, ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი:
“დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA !!
სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ-იორკიდან და ლოს ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის, მაგრამ 15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბზე, ამერიკელი ბავშვებისთვის. ჯერ ზუსტად არ ვიცი
რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა
გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია.
როგორც არ უნდა იყოს, მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ! მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს! ჟოზეს ძალიან უყვარხართ!”