14 ჯილდო Widow’s Bay-ს – EMMY 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემია Emmy-ს რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ტრიუმფატორები გახდნენ “Widow’s Bay” და “The Pitt”.
Apple TV-ს “Widow’s Bay” ჯამში 14 ჯილდოს მფლობელი და ერთ სეზონში ყველაზე მეტი ემით დაჯილდოებული კომედიური სერიალი გახდა. ეს სტატუსი წინა წელს ეკუთვნოდა  13 ჯილდოს მფლობელ სერიალს  “The Studio”.
“The Pitt”-მა საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში ზედიზედ მეორე ემი მოიპოვა. 25 ნომინაციით “The Pitt” ყველა დანარჩენ შოუს შორის ლიდერობდა, საღამოს ბოლოსთვის კი ექვსი ჯილდო მიიღო.
HBO Max-ის სერიალმა “DTF St Louis” საღამოს მთავარი ჯილდო მოიპოვა მინისერიალების კატეგორიაში და ჯილდოების საერთო რაოდენობა შვიდამდე გაზარდა.
Emmy-ს 78-ე დაჯილდოების გალა-ცერემონიაზე პატივი მიაგეს  მუსიკის ლეგენდას, დოლი პარტონს, რომელიც თავადაც ემის მფლობელი იყო.
2026 წლის ემის დაჯილდოების გამარჯვებულები მთავარ კატეგორიაში არიან:
საუკეთესო დრამატული სერიალი – The Pitt;
საუკეთესო კომედიური სერიალი – Widow’s Bay;
საუკეთესო მინისერიალი – DTF St Louis;
საუკეთესო დრამატული მსახიობი კაცი – ნოა უაილი (The Pitt);
საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი – რეა სიჰორნი (Pluribus);
საუკეთესო მეორეხარისხოვანი დრამატული როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – ტომ პელფრი (Task);
საუკეთესო მეორეხარისხოვანი დრამატული როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი – ელისონ ჯენი (The Diplomat);
საუკეთესო კომედიური მსახიობი კაცი – მეთიუ რისი (Widow’s Bay);
საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი – ჯინ სმარტი (Hacks);
საუკეთესო მეორეხარისხოვანი კომედიური როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – სტივენ რუტი (Widow’s Bay);
საუკეთესო მეორეხარისხოვანი კომედიური როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი – ქეით ო’ფლინი (Widow’s Bay);
საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში – მეთიუ რისი (The Beast In Me);
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში – სალი ფილდი (Remarkably Bright Creatures);
2025 წლის ემის გამარჯვებულების სრულ სიას გაეცანით ბმულზე.