კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა მასკი შეაქო, დემოკრატებმა პროტესტი გამოუცხადეს

-ის კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით მართავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს. მასკის ხელმძღვანელობით -ში დაიწყო ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთის საერთოდ დახურვა.
რესპუბლიკელი კანონმდებლები დარბაზში მყოფ მასკს ტაშით შეეგებნენ, არაერთ დემოკრატს კი თან ჰქონდა პლაკატები, წარწერებით: „მასკი იპარავს“, „ტყუილია“.
დემოკრატები პროტესტს გამოთქვამდნენ ჯანდაცვის და ვეტერანთა დაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირების გამო.
დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მადლობა გადაუხადა კარგად მუშაობისთვის და თქვა, რომ ამას „ის მხარეც“ აფასებს(დემოკრატებს გულისხმობდა), უბრალოდ, აღიარება არ სურთ.
კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი, რომელიც ტრამპს საპროტესტო შეძახილებით მიმართავდა და აცხადებდა, რომ მას მანდატი არ აქვს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ელ გრინს ეტიკეტის დაცვისკენ მოუწოდა, შემდეგ კი წესრიგის აღდგენის მოტივით, დარბაზიდან მისი გაყვანა მოითხოვა.
სხდომათა დარბაზს მიღმა კონგრესმენმა გრინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპს არ აქვს ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის შემცირების უფლებამოსილება, როგორც ამას თავად აცხადებს.
ელ გრინის თქმით, მუშაობს სთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად. დემოკრატმა კონგრესმენმა ხაზი გაუსვა ს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა იყოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან