ამაღამ ტრამპი კონგრესის წინაშე გამოვა საკვანძო მნიშვნელობის სიტყვით

სამშაბათს საღამოს (თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 6 საათზე) -ის პრეზიდენტი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ პირველად გამოვა სიტყვით კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე და, როგორც მოსალოდნელია, თავის გამოსვლაში სთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრებს. Reuters-ის თანახმად, ტრამპი თავის გამოსვლაში განცხადებას გააკეთებს უკრაინასთან წიაღისეულის საკითხზე შეთანხმების შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოაწერენ ხელს.
როგორც BBC შენიშნავს, ეს არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა „ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ“, მაგრამ მნიშვნელობით უტოლდება მას.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვა რომლის სახელწოდებაა „ამერიკული ოცნების აღორძინება“, შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:
· ტრამპის მეორე ვადის პირველი მიღწევები აშშ-სა და საზღვარგარეთ;
· ადმინისტრაციის ეკონომიკური წარმატებები;
· კონგრესისადმი მოთხოვნა, დამატებითი დაფინანსება გამოიყოს საზღვრების უსაფრთხოებისა და დეპორტაციისთვის;
· მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ტრამპისეული გეგმები.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა Fox News-ს შეატყობინა, რომ პრეზიდენტი სხვათა შორის ისაუბრებს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, ასევე ღაზაში ისრაელელი მძევლების განთავისუფლების პირობებზე.
როგორც გამოცემა Axios იტყობინება რამდენიმე კონგრესმენზე დაყრდნობით, დემოკრატი კანონმდებლები ტრამპის გამოსვლის დროს პროტესტის გამოხატვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
ზოგიერთმა დეპუტატმა კოლეგებს უთხრა, რომ დარბაზის დატოვებას აპირებენ, როცა გაიგებენ მათთვის მიუღებელ კონკრეტულ ფრაზებს.
სხვები აპირებენ კონგრესში მიიტანონ პლაკატები, კვერცხების კოლოფები (იმის შესახსენებლად, თუ როგორ გაძვირდა აშშ-ში კვერცხები) და აშშ-ის კონსტიტუციის ეგზემპლარები. განიხილება პროტესტის სხვა ფორმებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს