თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში ხანძარი იყო

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში ხანძარი იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.