“რეალის” ყოფილმა და “ალ-იტიჰადის” ამჟამინდელმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ მადრიდული გუნდიდან წასვლის მიზეზზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, “ბლანკოსის” წინააღმდეგ თამაში არასდროს უნდოდა.
“რეალის” გამო ყველაფერი გავიღე. მივედი ბავშვი და წამოვედი კაცი. საუდის არაბეთშიც იმიტომ გადავედი, რომ “რეალიდან” პიკში წასვლა მინდოდა.
“რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და სხვა გუნდში წასვლა არ მინდოდა. ცხოვრებაში არასდროს მინდოდა ამ კლუბის წინააღმდეგ თამაში”, – ციტირებს ბენზემას Marca.
