გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი – ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში – ლევან იზორია დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას ვახტანგ გომელაურთან გამართავს.