ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა. „ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით. ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდოს, როგორც მოკლევადიანი გამოწვევებისთვის საპასუხოდ და უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ევროპის გადაიარაღების“ გეგმის ხუთი პუნქტია აღწერილი: 1. თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება; 2. ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს; 3. ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება; 4. დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება; 5. ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.
მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების მეშვეობით, შესაძლოა, 800 მილიარდი ევროს მობილიზება მოხდეს.
„ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?