Reuters: თეთრი სახლი მუშაობს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესაძლო შემსუბუქების გეგმაზე

პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია მოსკოვთან კავშირების აღდგენისა და ში ომის შეჩერების ძალისხმევის ფარგლებში მუშაობს ს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქების გეგმაზე. ამის შესახებ 3 მარტს, სააგენტო Reuters-მა დაწერა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს მიმართა, მოამზადონ სია იმ სანქციებისა, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელი იქნება. სია უნდა მომზადდეს მორიგი მოლაპარაკებისთვის, რომელიც -სა და რუსეთს შორის იგეგმება.
Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები მოუხსნას რუსეთის ზოგიერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის რამდენიმე ოლიგარქს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას მოითხოვს ვაშინგტონი მოსკოვისგან სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
2025 წლის იანვარში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ ის უარს იტყვის შეთანხმებაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესაძლო შემსუბუქების გეგმის მომზადება დაავალა, სანამ თებერვლის ბოლოს პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერდა უკრაინის გამო რუსეთისთვის 2014 წლიდან, ს ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების ერთი წლით გაგრძელების განკარგულებას.
ამ სანქციების მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურებოდა.
28 თებერვალს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ს მოლაპარაკება, რომელიც ჩაიშალა.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
18 თებერვალს ს დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა. უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც ს და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.
27 თებერვალს აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა სტამბოლში გამართეს შეხვედრა, რომელზეც მხარეთა ინფორმაციით, საელჩოების საქმიანობის ნორმალიზაციის საკითხები განიხილეს და შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სტამბოლში ამერიკულ მხარეს შესთავაზეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა. ის შეწყვეტილია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ