ტრამპი აცხადებს, რომ ჯერ არ უსაუბრია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 მაარტს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი, “უფრო უნდა აფასებდეს” -ის მხრიდან უკრაინისთვის აღმოჩენილ მხარდაჭერას, იქ შეჭრილი ს ძალების მოგერიებაში.
“მე უბრალოდ ვფიქრობ ის ამას უფრო უნდა აფასებდეს, რადგან ეს ქვეყანა მათთან იყო ყველა სირთულეში” – განაცხადა ტრამპმა.
კითხვას, საბოლოოდ ჩაშლილია თუ არა შეთანხმება უკრაინის მინერალურ რესურსებზე – რომელსაც აღიქვამდნენ კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმულ პოტენციურ ნაბიჯად – ტრამპმა უპასუხა “არა, ასე არ ვფიქრობ”.
დაძაბულობა მოჰყვა 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მომხდარ მძაფრ შელაპარაკებას, რომლის დროსაც ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ზელენსკი საჯაროდ და მწვავედ გაკიცხეს. ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე.
ტრამპს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზეც, რომ იგი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. “ამაზე ჯერ არც მისაუბრია. ვნახოთ რა მოხდება. ახლა, ამ მომენტში ბევრი რამ ხდება, სამხედრო თვალსაზრისით. ახლა შეიძლება პასუხი გაგცეთ, მერე ჩემს ოფისში, მშვენიერ ოვალურ ოფისში დავბრუნდე და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველებულია” – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა “ჩვენ ყველასთან დავამყარებთ შეთანხმებებს ამ ომის [დასასრულებლად], მათ შორის ევროპასთან და ევროპულ ქვეყნებთან”.
ინფორმაცია, რომ აშშ მუშაობს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების პოტენციურ გეგმაზე, მანამდე გაავრცელა სააგენტო როიტერსმა, აშშ-ის ოფიციალურ პირზე და საკითხში გათვიცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანახმად, თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს სთხოვა იმ სანქციების სიის შედგენა, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელი იქნება, და რასაც აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის მხარესთან განიხილავენ მომავალ დღეებში. ეს იქნება ნაწილი ადმინისტრაციის უფრო ფართო მოლაპარაკებისა მოსკოვთან, დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გასაუმჯობესებლად – იუწყება სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით. როიტერსი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომლითაც სანქციები მოეხსნებათ ცალკეულ პირებს და უწყებებს, მათ შორის ზოგიერთ რუს ოლიგარქს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა გაიმეორა, რომ სურს უკრაინის ომი სწრაფად დასრულდეს, რადგან მას დიდი მსხვერპლი მოაქვს.
“პრეზიდენტ ბუშის პირობებში რუსეთმა წაიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას პირობებში მათ მიიღეს წყალქვეშა ხომალდების მშვენიერი დიდი ბაზა. მიწის მშვენიერი დიდი მონაკვეთი, სადაც წყალქვეშა ხომალდები აქვთ, იცით თქვენ – . პრეზიდენტ ტრამპის პირობებში მათ არაფერი მიუღიათ, და პრეზიდენტ ს პირობებში შეეცადნენ მთელი, დიდი უკრაინის წაღებას. მე რომ [თეთრ სახლში] არ დავბრუნებულიყავი, ისინი ამას წაიღებდნენ კიდეც” – განაცხადა ტრამპმა და დასძინა: “მე [ს] მივეცი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. მივეცი სანქციები რუსეთზე. მივეცი ჯაველინები, რომლებიც ტანკებს გააუვნებელყოფენ. ეს ტანკები სკენ მიემართებოდა, ასობით ტანკი, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო. და მე მათ ჯაველინები მივეცი. პუტინი თავად გეტყოდათ, რომ ეს მათთვის კარგი რამ არ ყოფილა”.