რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იაპონიის წარმომადგენლებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს

3 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იაპონიის ცხრა ოფიციალურ პირს. მათ შორის არიან იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკესი ივაია, იაპონიის ელჩი უკრაინაში, მასასი ნაკაგომე, ამ პოსტზე მისი წინამორბედი, კუნინორი მაცუდა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტი, სეჰეი ჰარა, ამ სააგენტოს უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი, ჰიდეკი მაცუნაგა და ოთხი კომპანიის IHI Corporation, Isuzu Motors, Prodrone и Cyberdyne – პრეზიდენტები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი სანქციებზე, რომლებიც იაპონიამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დააკისრა.
როგორც “ნოვაია გაზეტა – ევროპა” იუწყება, ტაკესი ივაიას უწინ ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ იაპონია რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის უკრაინაში ომის დასრულებამდე. თუმცა 14 თებერვალს – მალევე მას შემდეგ, რაც შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის – ივაიამ ილაპარაკა რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობაზე, იაპონიის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?