მარგუს ცაჰკნა – ესტონეთში შესვლა 55 ქართველს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და დეპუტატებს ავუკრძალეთ

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებების დარღვევა“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.
უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ მოსამართლეებს: ირაკლი ხუსკივაძეს, თამარ მჭედლიშვილს, ლელა მარიდაშვილს, ლევან ყოლბაიას, დავით მგელიაშვილს, ნანა შამათავას, თეონა ეპიტაშვილს, არსენ კალატოზიშვილს, ლელა კალიჩენკოს, დავით კურტანიძეს, ირმა ტოგონიძეს, გულიკო ყაჟაშვილს, ქეთევან ჯაჭვაძეს, ნინო თარაშვილს, გიორგი გელაშვილს, ნათია გუდაძეს, ნატო ხუჯაძეს, ზვიად შარაძეს, ირაკლი დგებუაძესა და ეკა ბარბაქაძეს; პროკურორებს: ვაჟა თოდუას, შმაგი გობეჯიშვილს, ზვიად გუბელაძეს, ანა მეტრეველს, გიორგი მუკბანიანს, როინ ხინთიბიძეს, თამარ იაკობიძეს, ვლადიმერ თურმანიძეს, ნუგზარ ჭიტაძეს, თორნიკე გოგეშვილს, პაატა ცეცხლაძეს, ზაზა მეტონიძეს, ნინო სახელაშვილს, მალხაზ ოქროპირაშვილსა და ვერა დოლიძეს; პოლიციის თანამშრომლებს გიორგი ჩარექაშვილს, თორნიკე მენაბდეს, სულხან კიკნაძეს, რევაზ წურწუმიას, ზვიად მარგველანს, ზურაბ ჭარიბაშვილს, დავით მარუაშვილის ოთარ გელაშვილს, ნოდარი ზენაიშვილსა და ბერდია ფერაძეს; აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას და დავით ათაბეგაშვილს; ს პოლიციის უფროსს გოჩა ვანაძეს; საქართველოს პარლამენტის წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ს, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და ს; მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობა „ალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს: კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.