“შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ…” – მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანის შესახებ ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მანუკ ჰაკობიანთან ინტერვიუში უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა და არმან ცარუკიანზეც ისაუბრა.
“ვიცოდი, რომ უმარს დავამარცხებდი. ჩხუბით ვისიამოვნე და ადამიანებს, რომლებიც სომხეთიდან მგულშემატკივრობდნენ, მინდა მადლობა გადავუხადო. ლოს-ანჯელესშიც დარბაზში ბევრი სომეხი იყო და მათგან მხარდაჭერას ვგრძნობდი.
იმ საღამოს გამარჯვება ქართველებსა და სომხებს უნდა გვეზეიმა, მე და არმანს გამარჯვებების შემდეგ შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ მოულოდნელი რაღაც მოხდა”, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი 18 იანვარს UFC 311-ზე დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა, ამავე ღონისძიებაზე
ცარუკიანი მახაჩევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა სომეხი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბრძოლას ჩაეხსნა.