ნატო-ს გენმდივანი – უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრა “ძალიან კარგი“ იყო, რადგან ევროპული ქვეყნები “აჩქარდნენ”, როგორც საკუთარი ხარჯების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.
მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და „მაქვს ყველა საფუძველი ვიფიქრო, რომ მეტი განცხადებები მოჰყვება“.
„დღეს მაგიდასთან მოვისმინე ახალი განცხადებები და არ ვაპირებ მათ გამოცხადებას, რადგან მათ ეს [თვითონ] უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს“, – აღნიშნავს რუტე.
ზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯერ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიებში“.
ის ამბობს, რომ მოკავშირეებს სურთ „დარწმუნდნენ, რომ პუტინი აღარასოდეს ეცდება უკრაინაზე თავდასხმას“.
რუტეს ჰკითხეს -ის პრეზიდენტის ს განცხადებებზე, რომ მას სჯერა მეხუთე მუხლის, მაგრამ ბალტიისპირეთი “მკაცრ სამეზობლოშია”, რუტეს თქმით, ტრამპი მეხუთე მუხლის ერთგულია.
„ბევრჯერ მილაპარაკია პრეზიდენტ ტრამპთან. ის კარგი მეგობარია.
ის, როგორც არაერთხელ თქვა, სრულად ერთგულია, ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ.
ამიტომ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ჭორაობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს აშშ-მა; ისინი ნატო-ში არიან, ნატო-ს ერთგული არიან, მეხუთე მუხლის ერთგული არიან, ეს არის ის, რასაც ისინი მუდმივად ამბობენ”,- განაცხადა რუტემ.