გიორგი ძიგუა – საქართველო გმირებს პატივს მიაგებს და ამ გმირებს შორის გამორჩეულია გურამ გაბესკირია

გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, – ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ს მინისტრმა, გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს ეროვნული გმირის საფლავთან განუცხადა.
„გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, რომლის დაუმარცხებელი სული, გმირობა მომავალ თაობებს გზას გაუკვალავს და სამშობლოს მსახურებაში წარუძღვება“, – განაცხადა გიორგი ძიგუამ.
მისივე თქმით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და გამთლიანებულ საქართველოს ვნახავთ.
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ