მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსეთის „ექსტრემისტთა და ტერორისტთა“ რეესტრში შეიყვანეს, წერს „მედუზა“.
რეესტრში მის სახელთან ფიფქი (*) დგას. მედიის ცნობით, ასე აღნიშნავენ პირებს/ორგანიზაციებს, ვინც ტერორიზმში მონაწილეობაშია ბრალდებული. მსგავსად არიან აღნიშნულნი სხვებიც, მაგალითად ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
ამასთან ერთად, ოფიციალურად აკუნინის წინააღმდეგ საქმე არაა აღძღული. თუმცა, „ინტერფაქსის“ ცნობით, საქმე აღძრეს და მწერალს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციას“ ედავებიან.
რამდენიმე დღის წინ რუსეთში აკუნინის წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერდა. მიზეზი გახდა რუსი პრანკერების, „ვოვანის და ლექსუსის“ ზარი. მათ თავი გაასაღეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენებლად და პუტინის კრიტიკოს მწერლებს, მათ შორის აკუნინს დაურეკეს. ამ ზარის დროს აკუნინმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.