აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა Breitbart News Saturday-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ყოფილ შეყვარებულს” შეადარა, რომელსაც “სურს ყველაფერზე იდავოს”.
“ის აშკარად მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ფაქტები გადაამოწმოს და შეასწოროს ყოველი ნიუანსი. ეს ჰგავს ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც სურს იდავოს ყველაფერზე, რაც ცხრა წლის წინ თქვი, იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობა წინ წაიყვანოს” – თქვა მაიკ უოლცმა
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.