“ბუდაპეშტის მემორანდუმის” სახელით ცნობილი შეთანხმება 1994 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, რუსეთმა სრულად აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

“ბუდაპეშტის მემორანდუმის” სახელით ცნობილი შეთანხმება 1994 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, რუსეთმა სრულად აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
📌 სანაცვლოდ, კიევში უარი თქვეს სსრკ-ს დაშლის შემდეგ დარჩენილ ბირთვულ იარაღზე, 44 ბომბდამშენსა და 1000-ზე მეტ საკრუიზო რაკეტაზე.
📌 ამ შეთანხმებით, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის დაცულობა და უსაფრთხოების გარანტია გამოიმუშავა, რამაც პრაქტიკაში არ იმუშავა.
💬 ვლადიმერ პუტინმა გაპრეზიდენტების შემდეგ არაერთ ლიდერთან აღნიშნა, რომ მას “ბუდაპეშტის მემორანდუმი” არ მოსწონდა და ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეაკავებდა, რაც პირველად 2014 წლის ყირიმის ანექსიით, ხოლო მოგვიანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაში გამოიხატა.
👉 “ბუდაპეშტის მემორანდუმი” ხშირად გამოიყენება იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ფასი აქვს რუსეთთან დადებულ შეთენხმებებს, რასაც მიმდინარე ომის დროს, ხშირად მოისმენთ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)