სადაა ქსელური მარკეტების განვითარება ყველაზე მიმზიდველი

ბრენდული ქსელების სამომავლო ექსპანსიისთვის ყველაზე საინტერესო რეგიონები აჭარა, ქვემო ქართლი და თბილისია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart კვლევაში.
ბაზრის ანალიზის მიხედვით, 2024 წელს საცალო ვაჭრობის (FMCG) სექტორის შემოსავლები 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.
კვლევის თანახმად, თბილისი FMCG ბაზრის შემოსავლების ნახევარს შეადგენს.
Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ქსელების გაფართოებისთვის შედარებით ნაკლებად საინტერესოა მაღალმთიანი რეგიონები და გურია.
რაც შეეხება, თბილისის უბნებს, ბრენდული ქსელების სამომავლო განვითარებისთვის ყველაზე საინტერესო რაიონებია საბურთალო, გლდანი და სამგორი, რაც განპირობებულია მოსახლეობის რაოდენობით, მოსახლეობის ზრდით, უძრავი ქონების განვითარებით და არაბრენდული მაღაზიების ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”