“შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ახლა ოცნების პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და ასეთად რჩება კიდეც – ქართველი ხალხის მეგობრად. ფაქტია, ოცნებამ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან, მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, მოგვწონს თუ არა რომ ის რაც შესაძლოა ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა, ხდება ღია ეთერში – შინაარსი და ამოცანები უცვლელია. კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება და ინაუგურაციაზე დიდი მოლოდინებით წასვლა და შესაბამისი მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და მითუმეტეს არც ის, 20 იანვარს იანაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ. ვართ მარათონულ ბრძოლაში, ვიცით მიზანი და თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა. ასეთივე თანმიმდევრულობით იქნება მუშაობა ქვეყნის გარეთ, პარტნიორებთან, რომ მათთან სწორად მივიდეს ქართველი ხალხის ხმა, მათი ნება და იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დამყარდება უახლოეს თვეებში, საქართველოს ჰქონდეს თავისი დამსახურებული ადგილი. გუშინდელ შეხვედრაზე, არაფერი გადაწყვეტილა წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც კი – ვნახეთ პროცესი, რომელიც იყო იმაზე ღია, ფართო საზოგადოებისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა… მოთმინებით დაველოდოთ გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი გვახსოვდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოცანები, რომელიც მისაღწევია და რომლისკენაც თანმიმდევრულად და დაუღალავად უნდა ვიაროთ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
