მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!

პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ სა და -ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას ეხმაურება.
„ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო.
გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.
მხილება გრძელდება…
პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ნიკა გვარამიას შეწყალებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში – 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან