“თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ევროპის უსაფრთხოების გეგმა ჩავარდა ზელენსკის არასაკმარისი მადლობა\ბოდიში-ს გამო, თავს უფლებას მივცემ და ჩვენი 2008 წლის აგვისტოს ისტორიის საფუძველზე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შედგა შეთანხმება, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს (2008 წლისგან განსხვავებით, როცა ამას ვერ მიაღწია ლავროვმა რაისთან ლაპარაკის დროს – ამერიკელებმა მაშინ დაგვიცვეს). რა ტაქტიკური გეგმაც არ უნდა ჰქონოდა ტრამპს, ამის ახსნას რომ ამდენი რაციონალიზაცია-ვარაუდი სჭირდება, ცხადია უკვე დიდი პრობლემაა. “პრობლემა” ზელენსკია, როგორც “პრობლემა” იყო სააკაშვილი 2008 წელს,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
