დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა – მან მეტისმეტი მოინდომა

ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა,- ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, სთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისი გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა. მან მეტისმეტი მოინდომა. მე მშვიდობის მიღწევა მსურს. ჩვენ ათწლიან ომსა და თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. მე სასწრაფოდ მშვიდობის მიღწევა მსურს. პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს, მას ამის დასრულება სურს. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე: ეს (ზელენსკი) არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელი მოვაწეროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინის პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ მას მშვიდობა სურს.
„მან უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. არ სჭირდება აქ დგომა და თქმა: „პუტინი ეს, პუტინი ის“, სხვა ყველაფერი უარყოფითის თქმა. უნდა თქვას: „მშვიდობის დამყარება მსურს“. ომი აღარ მინდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას განიხილავს ის.
„არ აქვს მნიშვნელობა რას განვიხილავ. თქვენც ის ნახეთ, რაც დღეს მე ვნახე. ეს არ იყო ადამიანი, რომელსაც მშვიდობის დამყარება სურდა და მხოლოდ ის მაინტერესებს, სურს თუ არა მას სისხლისღვრის დასრულება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო