როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 0.75%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 52.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.60 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.62%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 43 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.37 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 8.08%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 14.44 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 672 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო 6 თვეში “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი 16.52%-ით გაიზარდა, “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ღირებულება 38.93%-ითაა გაზრდილი, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 41.57%-იან ზრდას აფიქსირებს.
წყარო: Galt & Taggart
