ემანუელ მაკრონი – პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც იბრძვიან, არ შეიძლება დავიწყება ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი

პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც იბრძვიან, არ შეიძლება დავიწყება ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„არის აგრესორი – რუსეთი. არის თავდასხმის ქვეშ მყოფი ხალხი – უკრაინა. ვფიქრობ, ყველანი მართლები ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და სამი წლის წინ დავასანქცირეთ რუსეთი. ამის კეთებას ვაგრძელებთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპელებს, კანადელებს, იაპონელებსა და ბევრ სხვას.
მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაწია. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც დასაწყისიდანვე იბრძვიან, ვინაიდან ისინი საკუთარი ღირსებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი შვილებისთვისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ეს მარტივი რაღაცებია, მაგრამ კარგია ისინი გვახსოვდეს ასეთ მომენტებში“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…