ნორვეგიის პრემიერი – ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში – იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა

ტრამპის ბრალდებები ღრმად დაუსაბუთებელია და მათ ვემიჯნები, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
„ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. ჯერ კიდევ საჭიროებს -ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“, – განაცხადა სტიორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“, „ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.
„პრეზიდენტ ს ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა ს დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, – განაცხადა სტიორემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო