მედია – ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება – უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს

CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ სა და -ის პრეზიდენტ ს დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. მედიის ცნობით, უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.
შემდეგ დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მას შეუძლია აშშ-ში დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის.