ჰერჩინსკი რუსეთის დაზვერვის განცხადებას “აღმაშფოთებელ სიცრუეს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ განცხადებას, თითქოს, ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს, EU-ს ელჩი საქართველოში “აღმაშფოთებელ სიცრუეს“ უწოდებს და ამბობს, რომ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჰერჩინკის თქმით, ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში-ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში.
“არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა“, – ამბობს ჰერჩინსკი.
“კარგად ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში-ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს საკუთარ სახელმწიფოებშიც. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა ასეთი აშკარა სიცრუის გავრცელებით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი სიცრუე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დღეს შევხვდი ბევრ ადამიანს-ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან და პირადად ძალიან ემოციური იყო. ბევრმა მათგანმა სოლიდარობა გამომიცხადა. ერთმა ქალბატონმა კი მითხრა, რომ, როცა ტელევიზიით ჩემზე თავდასხმები მოისმინა, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს, მისი ოჯახის წევრს ესხმოდნენ თავს. ამან ძალიან შემძრა და გულწრფელად მადლობელი ვარ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. საქართველოში სიტუაცია უკიდურესად რთულია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები იპოვიან ამ სიტუაციიდან გამოსავალს“, – ამბობს ჰერჩინსკი.
რუსეთი საქართველოსა და EU-ზე მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს. პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს