სოჭიდან ოკუპირებილ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი განახორციელა

რუსეთის ქალაქ სოჭიდან ოკუპირებილი აფხაზეთის ქალაქ სოხუმში ელექტრომატარებელმა საცდელი რეისი შეასრულა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგულარული რეისები, სავარაუდოდ, 1-ელ მაისს დაიწყება.
აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯასნუჰ ნანბამ მადლობა გადაუხადა „რუს კოლეგებს“ და განაცხადა, რომ წინა ორი საცდელი რეისის დროს გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორდა და ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ მზადაა რეგულარული მიმოსვლის დასაწყებად.
„ეს არის კომფორტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, კომფორტი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც აპირებენ აფხაზეთში ჩამოსვლას. ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ ამ მოვლენით,“ – განაცხადა ნანბამ.
ცნობისთვის, ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრას მარშრუტზე 2023 წლის 8 ივნისიდან მოძრაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“