“ხშირად გვავიწყდება, რომ რეჟიმმა ამ პროტესტის პატიმრობით, ძალადობით და დაშინებით ჩახშობა, ბევრად ადრე დაიწყო” – ნიკა მელია

უწყვეტი პროტესტის ათვლას 28 ნოემბრიდან ვიწყებთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ
რეჟიმმა ამ პროტესტის პატიმრობით, ძალადობით და დაშინებით ჩახშობა, ბევრად ადრე, ს გაყალბებისთანავე გადაწყვიტა და დაიწყო კიდეც. დღეს მათე დევიძის სასამართლოა. ამ ნიჭიერი და პატრიოტი ბიჭის. 20 წლის მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილზე დააკავეს, როდესაც უნივერსიტეტთან დაშლილი აქციიდან, ფილარმონიისკენ მივდიოდით. რეჟიმს ხალხის შეშინება და მათესნაირი ბიჭების დაჭერა ეგონა გამოსავალი. გაუტეხელობა აღმოჩნდა ხანგრძლივი და მარათონული პროტესტის საფუძველი. ყველა, როგორც ერთი, დღეს ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის. საბოლოო ჯამში კი მათი დამსჯელი რეჟიმი დაისჯება და პატიმრებიც თავისუფალი იქნებიან და ეს ქვეყანაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან