ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ – Bloomberg

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლისდანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც უკრაინა და არც ევროპა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომისშემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს.
გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?