მშობლების გზამკვლევი: როგორ მოვუაროთ ბავშვს ზამთარში

ზამთრის დადგომასთან ერთად აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას დოქტორ ვირენდ კუმარისგან, რომელიც პედიატრი და უფროსი კონსულტანტია ნიუ დელის წამყვან სამედიცინო ცენტრში.

ზამთარი და ჩვენი პატარა
ცივ დღეებში სხეული კარგავს სითბოს, სუსტდება და შესაბამისად, მეტად მიდრეკილია ინფექციებისკენ. ქვეითდება იმუნური სისტემა, რასაც ზოგიერთი მკვლევარი, მზის ნაკლებობასაც მიაწერს. გრიპის ვირუსიც ზამთარში ზაფხულთან შედარებით ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამის გაკეთება შეგიძლიათ გრიპის შესაჩერებლად, ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენს პატარას ზამთარი ჯანმრთელად და კომფორტულად გაატარებინოთ.
აჯობეთ ცივ ამინდს:
· თბილად შეუფუთეთ პატარას გულ-მკერდი და თავი. კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის სითბოს 30%-ს სწორედ თავის მეშვეობით ვკარგავთ.
· ეცადეთ თქვენი პატარა ზამთარში აქტიური იყოს, რადგან ფიზიკური აქტივობა ზრდის მებრძოლი უჯრედების რაოდენობას.
· დარწმუნდით, რომ მას ბევრი სძინავს. კარგ ძილს შეუძლია გაზარდოს სხეულის რეაქცია ინფექციებზე.კვებეთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით, როგორიცაა ფორთოხალი, კენკრა და კივი, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
· გამოუმუშავეთ ხელის დაბანის ჩვევა, რადგან ეს დაეხმარება ბაქტერიებთან ბრძოლაში.
· დარწმუნდით, რომ სვამს ბევრ წყალს, რადგან ეს თირკმელებს აჯანსაღებს და გამოდევნის ტოქსინებს.
· შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ თქვენს შვილს გაციების, ხველების და ვირუსული ინფექციით დაავადების დროს

ფეხის მოვლა ზამთარში
· გამოიყენეთ ეთერზეთები აბაზანის წყალში.
· პიტნის ზეთს შეუძლია მოხსნას ფეხების ტკივილი, ხოლო როზმარინის ზეთს შეუძლია გაათბოს ცივი ფეხები და გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა.
· წაუსვით დამატენიანებელი საცხი რბილი ქუსლების შესანარჩუნებლად.
· ჩააცვით ბამბის წინდები.

სხეულის მთლიანი მოვლა
· თუ თქვენ ცხოვრობთ ცივ კლიმატიან ადგილას მიაჩვიეთ თქვენი შვილი ატაროს ხელთათმანები, რადგან ხელზე კანი უფრო თხელია, ვიდრე სხეულის დანარჩენ ნაწილებში.
· დაუფარეთ ბავშვს ყურები ზამთარში. შეფუთეთ თბილ შარფში სიცივის თავიდან ასაცილებლად!
· თუ მის ოთახში იყენებთ გამათბობელს, დადგით თასით წყალი, რათა დაიცვათ მისი კანი გამოშრობისგან.
· არ აბანაოთ ცხელი წყლით, რათა არ გამოუშრეს კანი.
· თუ თქვენი ბავშვის კანი მშრალია და იქავებს, დაამატეთ შვრიის ფაფა ან საცხობი სოდა მის აბაზანას. ეს დაამშვიდებს კანს და შეამცირებს ქავილს.
ამ მარტივი რჩევებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ზამთრის სეზონზე.
ასევე ნახეთ:
„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ – გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა
„უთხარით დემეს მამიკოს…“ – ალექსანდრა პაიჭაძე, ყოფილი მეუღლის კადრებს აქვეყნებს