“აწარმოე საქართველოში” არაბული Eagle Hills პროექტების ხელშეწყობაში ₾700 000-ს დახარჯავს

აწარმოე საქართველოში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიის Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესახებ საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობისა და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საერთაშორისო ან/და ადგილობრივი საკონსულტაციო, ექსპერტული, იურიდიული და სხვა სახის მომსახურებების შესყიდვაზე.