გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
