დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ

ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება, თუ ის მალე არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპმა ჰკითხა, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოს მე-5 მუხლს და ფიქრობს თუ არა, რომ ის შესაძლოა ამოქმედდეს, თუ ევროპელი მშვიდობისმყოფელები ში განლაგდებიან.
“მხარს ვუჭერ [ნატოს მე-5 მუხლს], არა მგონია, რომ მის ასამოქმედებლად რაიმე მიზეზი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მშვიდობა გვექნება და ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება.
თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. და ჩვენ ის ორი მიზეზის გამო გვსურს. პირველი – ადამიანურ დონეზე მინდა – მინდა, რომ ჯარისკაცებს აღარ ესროლონ, ვინაიდან დიდწილად ეს ჯარისკაცებს მოსდით, ქალაქები განადგურდა. და არ მინდა მილიარდობით, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის გადახდა უაზრო ომში, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ეს არც პრემიერ-მინისტრს [სტარმერს] სურს და არც არავის,” – განაცხადა ტრამპმა.
სხვა ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ტრამპს, აპირებს თუ არა ის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის დროს მისთვის ბოდიშის მოხდას “დიქტატორის” დაძახებისთვის.
“ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება ხვალ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა გვაქვს. დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ბევრი [სამხედრო] აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით მათ და მათ ძალიან მამაცად იბრძოლეს, რაც არ უნდა იფიქროთ. ნამდვილად იბრძოლეს. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები არიან ამ მხრივ” , – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ხუციშვილი – სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს – არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს

დავით მათიკაშვილი – ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!