დონალდ ტრამპი მის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორად” მოხსენიებაზე – ეგ მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, – უპასუხა ტრამპმა.
ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი როგორც “ს გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.