ვლადიმერ პუტინი – -ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს – გვესმის, რომ ამ კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ყველა ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთს რუსეთსა და -ს შორის დიალოგის ჩაშლა სურს.
„გვესმის, რომ რუსულ-ამერიკული კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს. დასავლური ელიტის ნაწილს მსოფლიოში არასტაბილურობის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი. ეს ძალები დაწყებული დიალოგის ჩაშლას შეეცდებიან. ჩვენ ამას ვხედავთ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო