“ბაიერნმა” ვენსან კომპანის გარანტიები მისცა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თუ ბელგიელის ხელმძღვანელობით “რეკორდმაისტერი” ბუნდესლიგას მოიგებს, იგი მომდევნო სეზონშიც მიუნხენელთა თავკაცი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
კომპანიმ “ბაიერნი” გასულ ზაფხულს ჩაიბარა, ბელგიელი სპეციალისტი თავდაპირველად “ბარნლის” წვრთნიდა, რომელიც პრემიერლიგაში გადაიყვანა.
“ბაიერნი” ბუნდესლიგაში 58 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ “ლევერკუზენს” 8 ქულით უსწრებს.
