მამუკა მდინარაძე – ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“ – ეს მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან

ვნახეთ „ენეჯეო“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება „გაყინა“.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს იყო სპეკულაცია და ტყუილი“.
„ისეთი მოცემულობა იყო, წინადადება დაიწერა სპეციალურად ისე, რომ ვიღაცას ჰგონებოდა, თითქოს ეს ეხება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ესეც კი არ შეიძლება იყოს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს შესწევს ძალა დააფინანსოს ასეთი შეწყვეტა თუ მოხდა, მაგრამ ასეთი არ მომხდარა.
ვნახეთ, „ენეჯეოების“ სექტორის თუ აგენტურის სხვა წარმომადგენლების „აღშფოთება“: „აი რა გააკეთეს, როგორ შეუწყვიტეს ახალგაზრდებს დაფინანსება“, ეს ცალსახა მოკლემეტრაჟიანი, მოკლეფეხებიანი ტყუილია, საერთო შეფასება „ნაცობა“ ასოცირდება ტყუილთან“,- აღნიშნა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მან ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა რომ “სამწუხაროდ, დღესაც იმყოფება და მოქმედებს იმ მიმართულებით, რასაც “დიფ სთეითის” დავალებები ჰქვია.
„სამწუხარო რეალობა ეს არის. პერსონალურად ნამდვილად არ არის ცუდი ადამიანი, მაგრამ იქ მუშაობს და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელები ასეთ მითითებებს იძლევიან და ის კაციც ასრულებს ამ მითითებებს, ბუნებრივია”,- აღნიშნა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
„გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, – წერს პეტერ ფიშერი.