კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, გურიაში დამატებითი ტექნიკა შეიყვანეს

კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” გურიაში დამატებითი ტექნიკა შეიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მესამე დღეა ოზურგეთში „ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი მუშაობს, რომელიც მოხალისეებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ანაწილებს ცხელ ხაზზე შემოსული მისამართების მიხედვით.
„გურიაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად და თოვლისგან გზების გასაწმენდად, კოალიცია “ძლიერი საქართველო” კერძო პირებისგან და კომპანიებისგან, მათ მფლობელობაში არსებულ JCB ტიპის ტრაქტორებს ქირაობს. დაკონტრაქტებული მძიმე ტექნიკა, უკვე შევიდა სტიქიის ზონაში. დაწყებულია დამატებითი ტრაქტორების მობილიზება.
მესამე დღეა ოზურგეთში “ძლიერი საქართველოს” საგანგებო შტაბი მუშაობს, რომელიც მოხალისეებისა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას ახდენს, ცხელ ხაზზე შემოსული მისამართების მიხედვით.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთსა და ლანჩხუთში, პირადად არიან ჩართული კოალიციის ლიდერები, , ვახტანგ სურგულაძე, გიორგი სიორიძე და ლადო ქვილორია, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად.
საგანგებო შტაბის ცხელი ხაზი მუშაობს 24/7 . ტელ: 599 93 84 84, 577 50 30 09“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას