სტამბოლში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო -ის და ს დელეგაციების დახურული შეხვედრა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, მოლაპარაკება აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში მიმდინარეობს. დელეგაციების შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
შეხვედრის წინ მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობებით, სტამბოლში არ განიხილება უკრაინის საკითხი და საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის საელჩოების საქმიანობის ნორმალიზაციაზე.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მაღალი რანგის დიპლომატები განიხილავენ „სისტემურ პრობლემებს“, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საელჩოს საქმიანობის „უკანონოდ“ და „ხელოვნურად“ შეფერხების შედეგად დაგროვდა და რუსეთმა შესაბამისად უპასუხა.
ში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.
აშშ-ში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოეწურა, მის შემცვლელად წარდგენილ ალექსანდრ დარჩიევს კი საქმიანობა ამ დრომდე არ დაუწყია ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.
რუსეთში აშშ-ის ახალ ელჩად შესაძლოა, დაინიშნოს რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 2012-2015 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან კონტაქტების აღდგენა დაიწყო. ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს და არაერთხელ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრასაც გეგმავს.
18 თებერვალს, ს დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა.
უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც ს და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.