„ეკიპის“ ცნობით, „ლიონმა“ პსჟ-ს მიმართ საფრანგეთის პროფესიული ლიგის (LFP) იურიდიულ კომისიაში ოფიციალური საჩივარი ხვიჩა კვარაცხელიას მათთან ქვეყნის პირველობის 23-ე ტურის მატჩში მონაწილეობის გამო შეიტანა.
„ლიონის“ პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა შესაძლებელი მხოლოდ კლუბის საზღვარგარეთიდან დაფინანსების წყალობით გახდა, რაც რეგლამენტის 556-ე და 560-ე პუნქტების დარღვევაა. ის აგრეთვე ირწმუნება, რომ უცხოური სუბსიდიები კანონით დაუშვებელია და ახალი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაფორმება და დარეგისტრირება LFP -ის ადმინისტრაციული რეგლამენტის გვერდის ავლით მოხდა. „ოლომპიკის“ მფლობელი პსჟ-სთვის წაგების ჩათვლას მოითხოვს.
ხვიჩამ „ლიონთან“ საგოლე
გადაცემა გააკეთა, 68-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
