ევროკავშირის დაარსების მიზანი იყო შეერთებული შტატების „დაზიანება“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან.
„ევროკავშირი შეიქმნა იმისათვის, რომ დაეზიანებინა შეერთებული შტატები, ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად შეასრულეს ეს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა ავტომობილებზე და სხვა საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გეგმებზე.
მისი თქმით, „მიიღო გადაწყვეტილება“ ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც „ძალიან მალე გამოაცხადებს“ და დასძინა: “ეს იქნება 25%, ზოგადად რომ ვთქვათ, და ეს იქნება მანქანებზე და სხვა რაღაცებზე”, თუმცა არ დაუკონკრეტებია, გავრცელდება თუ არა ტარიფები ევროპულ იმპორტზე.
ამასთან, ტარიფებზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ევროკავშირი აშშ-სგან სარგებლობს.
”მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენგან”, – განაცხადა ტრამპმა ევროკავშირთან დაკავშირებით და დასძინა: “ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, ისინი არ იღებენ არსებითად ჩვენს სასოფლო პროდუქტებს”.
ამასთან, ტრამპის თქმით, უყვარს ევროკავშირის ქვეყნები.
“ვფიქრობ, მე იქიდან ვარ რაღაც მომენტში… მაგრამ მე მიყვარს ევროპის ქვეყნები” , – განაცხადა მან.
კითხვაზე, რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპმა უპასუხა, რომ შეუძლიათ სცადონ.
“მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შეუძლიათ სცადონ, მაგრამ რიცხვები ვერასოდეს გაუტოლდება ჩვენსას. მათ შეუძლიათ შურისძიება, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს წარმატებული შურისძიება”,-განაცხადა ტრამპმა.
