Reuters – რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელზე, მიკოლა კალაშნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევის ოლქზე მტრის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ბუჩას რაიონში მდებარე კერძო სახლში, ხანძრის ლიკვიდაციისას აღმოაჩინეს“, – წერს მიკოლა კალაშნიკი „ტელეგრამის“ არხზე.
კალაშნიკის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
ასევე, რუსების იერიშის შედეგად, კიევის ოლქში 5 კერძო სახლი, 4 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და რამდენიმე ავტომობილი განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“