რუსეთში არ უშვებენ აფხაზურ მიმოზებს

ოკუპირებული დან რუსეთში მიმოზის შეტანა აიკრძალა, რის გამოც ადგილობრივი მოვაჭრეები ზარალდებიან. როგორც ტელეგრამის არხი „აიაშარა“ წერს, აკრძალვა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შემოიღეს.
„ჩვენით ვშოულობთ სარჩოს, ვინახავთ ოჯახს, ვიხდით ბავშვების სწავლის საფასურს და სახელმწიფოსგან არაფერს ვითხოვთ. დახმარების ნაცვლად აკრძალვას და ზარალს ვაწყდებით“, – ამბობს „ფსოუს“ ე.წ. საბაჟო პუნქტთან მყოფი ერთ- ერთი მოვაჭრე.
„თქვენებთან გაარკვიეთ“, – ეს არის ფრაზა, რომელიც დე ფაქტო საზღვარზე ესმით ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე დღეა სიცივეში დგანან ისეთი საქონლით, რომელსაც ვერ ყიდიან“, – წერს აფხაზური მედია.
„მიმოზა მანდარინი არაა, საათობრივად ფუჭდება, ჩვენ კი ზარალი გვადგება”, – ჩივიან მოვაჭრეები.
ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ათობით ავტომობილი, მათ შორის სატვირთოებია დაგროვილი. ზოგი, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბამ ჩართვას მოითხოვს. მან შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის ე.წ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ბესლან ჯოპუასთან.
„პრობლემა მიმოზის ექსპორტს შეეხება. სამი დღის წინ გამოჩნდა ს საკარანტინო სამსახურის ინფორმაცია, რომ მიმოზების პარტიაში აღმოჩნდა კალიფორნიული ყვავილის ტრიფსები. ჩვენს საკარანტინო სამსახურს თავისი ლაბორატორია აქვს, სადაც სისტემატურად ამოწმებენ საექსპორტო სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ამის მიუხედავად მიღებული ინფორმაციის შემდეგ, საზღვარზე და მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ნიმუშები შემოწმდა, ჩვენი მონაცემებით თრიფსი არ აღმოჩენილა“, – განაცხადა ჯოპუამ.
მისი თქმით, „სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ წარმომადგენლები რუს კოლეგებს დაუკავშირდნენ. როგორც ირკვევა, მიმოზის იმპორტზე აკრძალვა 22 თებერვლიდან ამოქმედდა. 22 თებერვლამდე გაფორმებულ პარტიას ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ დე ფაქტო საზღვარზე ატარებენ.
მანამდე, 2024 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის საკარანტინო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტირებული ციტრუსების ერთ-ერთ პარტიაში აღმოაჩინეს კალიფორნიული თრიფსები. გავრცელდა ინფორმაცია მანდარინის იმპორტის აკრძალვის შესახებ, რაც მოგვიანებით უარყვეს.
რუსული ბაზარზე მიმოზის მთავარი მიმწოდებელი ოკუპირებული აფხაზეთია.