უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა „განცხადებას ს ფედერაციის აგრესიის პირობებში ში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 268 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად შეუძლებელია უკრაინაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული ს ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში შემოღებული საომარი მდგომარეობა არ იძლევა უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამავდროულად, უკრაინელი ხალხი გაერთიანებულია იმ რწმენით, რომ ასეთი არჩევნები ომის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უმაღლესი რადა გამოაცხადებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნების შედეგად აირჩიეს და მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უკრაინის უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებს.
უკრაინის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება უკრაინის მომავალი ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე.