არგენტინელი DSports-ის ჟურნალისტი ალექს კანდალი, სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, მესიმ თქვა, რომ კარიერას ისე არ დაასრულებს, ახალ “კამპ ნოუზე” არ ითამაშოს.
კანდალი ის ადამიანია, რომელმაც 2022 წლის მაისში პირველმა დაწერა, რომ ლეო კარიერას აშშ-ში, “ინტერ მაიამიში” განაგრძობდა.
ინფორმაციისთვის, არგენტინელს “ინტერთან” კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს ეწურება, ახალი “კამპ ნოუს” მასშტაბური რემონტი კი სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება. თუ ვინმეს შეხსენება სჭირდება, ვთქვათ ისიც, რომ მესი “ბარსელონას” ღირსებას 2005/21-წლებში იცავდა.
