რუსებმა კიევს დაარტყეს, დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს „შაჰედის“ დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 44 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ნაწილობრივ დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები და სამეურნეო შენობები.
დღეს დილით რუსებმა „შაჰედის“ დრონებით ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“